ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებს 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი. იუწყება გაზეთი New York Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 120 ადამიანი.
ორი აფეთქება მოხდა დღეს ავღანეთის დედაქალაქში - ქაბულის აეროპორტთან და სასტუმრო Baron-თან, სადაც მედიის მონაცემებით, უცხოელები იმყოფებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოახდინა, მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს "ისლამურ სახელმწიფოს".