კარგი ზღაპარია, როცა გჯერა, რომ იგებ მაშინ, როცა ამის არანაირი ნიშნები არ გაქვს თვალხილული, მაგრამ რადგან ასე გჯერა, რომ იგებ და ეს სიამოვნებას განიჭებს, მინდა, მივულოცო ჩემს კოლეგებს, - აცხადებს „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისი განმარტებით, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კვლევები გვაჩვენებს, რომ არ შეიძლება ვენდოთ პარტიულ კვლევებს.
"მე მინდა მივულოცო ლიდერობა "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციაში. კარგი ზღაპარია, როცა გჯერა, რომ იგებ მაშინ, როცა ამის არანაირი ნიშნები არ გაქვს თვალხილული, მაგრამ რადგან ასე გჯერა, რომ იგებ და ეს სიამოვნებას განიჭებს, მინდა, მივულოცო ჩემს კოლეგებს ასეთი დიდი სიამოვნება.
"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კვლევები გვაჩვენებს, რომ არ შეიძლება ვენდოთ პარტიულ კვლევებს და სერიოზულად ვილაპარაკოთ მასზე, თუ გვინდა ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია რეალური მდგომარეობის შესახებ",- განაცხადა ხვიჩიამ.