ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ არ დაიბრუნებს კონტროლს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან Evropeyskaya Pravda-სთან ინტერვიუში თქვა.
"ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მეტად დაახლოებას, მაგრამ გაურკვეველია, როდის იქნება ეს შესაძლებელი. ჩვენ ჯერ ისტორიის შემობრუნებას უნდა დაველოდოთ", - განაცხადა კალიულაიდმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პირობა, კალიულაიდმა უპასუხა:
"აბსოლუტურად ასეა. ჩვენ გვჭრდება კონფლიქტის მოგვარების გამოსავალი. იმედია, მოლაპარაკების გზით, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება".
ამასთან, კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს " ჯერ კიდევ გასაწევი აქვთ 20-წლიანი სამუშაო, რათა მზად იყვნენ ევროკავშირის წევრობისთვის".