„სამგორის საველე ჰოსპიტლისთვის ტერიტორია შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და თავდაცვის სამინისტროდან კოლეგები ამაში გვეხმარებიან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, იქაც არის გარკვეულწილად მობილიზებული სარეზერვო საწოლები, თუმცა, ადამიანური რესურსია მთავარი, საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს.
"ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად მოვლის შესაძლებლობა, დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, ესეც გარკვეულწილად არის ჰოპიტალი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია, ამიტომ სამგორის რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება მისი გამოყენებაც მოხდება,“- განაცხადა გაბუნიამ.