საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებამდე ერთნაირი გზა გაიარეს და ორი ქვეყანა ერთად გაივლის გზას ევროპისკენ.
„უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, მსურს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო. საქართველომ და უკრაინამ გაიარეს ერთნაირი გზა თავისუფლებამდე და ჩვენ ერთად გავივლით ჩვენს მომავალ გზას ევროპისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ზეიმობს.