ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე განმარტებით ეპიდემიოლოგური მაჩვენებელი ბათუმსა და თბილისში კლების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან რეგიონებში. პაატა იმნაძემ კახეთში მცხოვრებლებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.