დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყოველი 1 000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება.
პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო ცენტრს არსებული რეგულაციების გამკაცრებასა და ახალი რეგულაციების დაწესების რეკომენდაციით მიმართავს.
"კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1 000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება", - თქვა იმნაძემ.