Netflix-მა სერიალ The Crown-ის მე-5 სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ტელეშოუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟების, პრინცი ჩარლზის და პრინცესა დიანას როლის შემსრულებლები არიან ასახულები.
სერიალის მე-5 სეზონში პრინცესა დიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს. მეოთხე სეზონში დიანას როლს მსახიობი ემა კორინი ირგებდა.
ახალ სეზონში პრინცი ჩარლზის როლში მსახიობი დომინიკ უესტი მოგვევლინება. წინა სეზონში ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პერსონაჟს ჯოშ ო’კონორი განასახიერებდა.
უკვე ცნობილია, რომ სერიალის ახალ სეზონში დედოფალ ელისაბედ მეორის როლს ბრიტანელი მსახიობი იმელდა სტონტონი შეასრულებს.
სერიალის პირველ და მეორე სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი ასრულებდა. მესამე სეზონიდან კი კლერ ფოი სახელგანთქმულმა ბრიტანელმა მსახიობმა ოლივია კოლმანმა ჩაანაცვლა.
ასევე, ცნობილია, რომ ახალ სეზონში დედოფლის დის, პრინცესა მარგარეტის როლს ჰელენ ბონემ კარტერის ნაცვლად, მსახიობი ლესლი მანვილი შეასრულებს. დედოფლის ქალიშვილის, პრინცესა ანას როლს კი კლაუდია ჰარისონი მოირგებს.
სერიალის მე-5 სეზონის პრემიერა 2022 წელს გაიმართება. თავდაპირველად იუწყებოდნენ, რომ სერიალი მე-5 სეზონით დაიხურებოდა, მაგრამ მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სერიალი მეექვსე სეზონით დასრულდება.