სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი", რომელმაც ცოტა ხნის წინ უბრძოლველად ჩაიგდო ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, უახლოეს ხანებში ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნას გამოაცხადებს.
1996-2001 წლებში თალიბანის რეჟიმის დროს ავღანეთის ოფიციალური სახელწოდება - ავღანეთის ისლამური საამირო იყო.
ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, ავღანეთს მთლიანად "თალიბანი" აკონტროლებს. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი უკვე დატოვა. იუწყებიან, რომ მიმდინარეობს გარდამავალი მთავრობის ფორმირება.