ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. შვეულმფრენები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საელჩოდან პერსონალის აეროპორტში გადაყვანას.
მიმდინარეობს ქაბულის საელჩოში დასაქმებული როგორც ამერიკელი პერსონალის, ასევე ადგილობრივი ავღანელების ევკუაცია.
იუწყებიან, რომ ქაბულის საელჩო გააგრძელებს მუშაობს თანამშრომელთა მცირე შემადგენლობით.
ამერიკელი მაღალჩინოსანი CNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ ევაკუაციის პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ვაშინგტონი მიზნად ისახავს ევაკუაციის დასრულებას მაქსიმუმ სამშაბათ დილამდე.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბანის მერბძოლებმა ალყა შემოარტყეს დედაქალაქ ქაბულს.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში განაცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მებრძოლები ქალაქზე თავდასხმას არ გეგმავენ, რადგან მათი მიზანია ქაბულის უბრძოლველად აღება.