"თალიბანის" დაჯგუფების მიერ ავღანური პროვინციების დაპყრობის ფონზე, შეერთებული შტატები აგვისტოს ბოლოსთვის, ქაბულში საელჩოს დახურვასა და ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს. იუწყება გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, ქაბულში ამერიკის საელჩოს თვის ბოლომდე დახურვის შესაძლებლობა განიხილება როგორც მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტი. ვაშინგტონი ასავე მსჯელობს იმაზე, თუ რამდენი ამერიკელი დიპლომატია საჭირო დიპლომატიური მისიის გასაგრძელებლად, სახიფათო ვითარების გათვალისწინებით.
მანამდე Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, "თალიბანის" მებრძოლებს შესწევთ ძალა 30 დღის განმავლობაში იზოლირება მოახდინონ, ხოლო 90 დღის განმავლობაში ხელში ჩაიგდონ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საჭიროდ მიიჩნევს ავღანეთის დედაქალაქიდან უახლოეს მომავალში ამერიკელი დიპლომატების და სხვა პერსონალის ევაკუაციისთვის მომზადებას.
ორშაბათს, პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ავღანეთში არასასურველი მიმართულებით ვითარდება და იწვევს შეშფოთებას, ხოლო მებრძოლები აძლიერებენ შეტევის ტემპებს.
ფოტო: AP