ირანის ახალმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად ვეტერანი დიპლომატი, ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი წარადგინა, რომელსაც, როგორც იუწყებიან, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, მაჰმუდ აჰმადინეჟადის პრეზიდენტობისას, არაბული და აფრიკული ქვეყნების საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ებრაჰიმ რაისიმ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად ოთხშაბათს წარუდგინა.
დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდო, სწორედ ამირაბდოლაჰიანი უხელმძღვანელებს თეირანის ჯგუფს, რომელიც ბირთვულ მოლაპარაკებებს წარმართავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან.
ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ ამირაბდოლაჰიანი მოლაპარაკებებისას უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ლიდერის მითითებებით იხელმძღვანელებს, რაც გაართულებს შეთანხმების მიღწევას, ვაშინგტონის პირობების შესაბამისად.