"როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.
"როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული. ყველა უნდა ვიყოთ პირბადით - ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.