ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"რუსეთის საქართველოსთან ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა. მცოცავი ანექსია გრძელდება. მოსკოვის ქმედებების იგივე აგრესიულ მოდელს ვხედავთ, რომლის მასშტაბი, ინტენსივობა, გეოგრაფია და დახვეწილობა იზრდება. ეს უნდა დასრულდეს, საკმარისი შემაშფოთებელი სიგნალი მოვისმინეთ", - წერს ნაუსედა.