ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს და განცხადებას ავრცელებს.
კაია კალასის განცხადებით, რუსეთი კავლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
"13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო. რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასდროს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია", - აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.