ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მას ეზიზღება პატრიარქი - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.
სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს საარჩევნოდ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი ელის.
"ივანიშვილი მიიღებს სერიოზულ სიურპრიზებს, სასიამოვნო სიურპრიზები ეს არ იქნება, ეს იქნება ის სიურპრიზები, რომელიც უნდა მიიღოს დიქტატორმა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, ეროვნულობა, სიამაყე და ყველაფერი ქართული. ივანიშვილი არის საქართველოს ეკლესიის მტერი. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მას ეზიზღება პატრიარქი, ეზიზღება ეროვნული ფასეულობები, ყველაფერი, რაც არის ქართველების ღირსებასთან არის დაკავშირებული, მას უნდა ქართველი იყოს მკრეფავი კომბოსტოსა და მარწყვის სხვადასხვა ქვეყნებში. მე მინდა ამაყი, ძლიერი, მდიდარი საქართველო“, – განაცხადა სააკაშვილმა.