გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე. წ. "წითელი სია"-ში გადაინაცვლებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ ნებისმიერ პირს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
საქართველოსთან ერთად, "წითელ სიაში" მოხვდა მექსიკა და კუნძულები მაიოტა და რეუნიონი (საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია).
"წითელ სიაში" შესული ქვეყნები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენენ", - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციაში.