კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 26 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 16 პროცენტი, პარტია "საქართველოსთვის" კი 9 პროცენტი. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 3 პროცენტი ხმას მისცემდა "ლეიბორისტული პარტიას", "გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს", "სტრატეგია აღმაშენებელს", "ლელოს", პატრიოტთა ალიანსსა და "მოქალაქეებს" კი - 2 პროცენტი.
კითხვაზე პაუსიხს გაცემაზე 7%-მა უარი განაცხადა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20-მა პროცენტმა.
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.