ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება საქართველო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროკავშირთან, რაც შეიძლება მალე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო ბრწყინვალე ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება საქართველო. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დიდ თანხებს ვაწვდით საქართველოს, ჩვენ გვინდა რომ ეს ფული [ევროკავშირის მიერ გამოყოფილი] სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, სწორ პროგრამებში, სწორ პროექტებში. ეს არის გადასახადის გადამხდელთა თანხები და ეს თანხები არ უნდა აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანის ჯიბეში. ამ საკითხებზე იქნება დისკუსია, თუ "ქართული ოცნება" არ გადახედავს თავის პოზიციას, მაგრამ მოდით, დაველოდოთ. იქნებ, იქ უფრო პოზიტიური განწყობა სუფევს", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.