ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ დროს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ შეიძლება დაისვას კითხვა რამდენად კარგი იდეა გახლავთ, – ამის ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როგორც კი აღვწერე სიტუაცია საქართველოში, რომ მიდის დისტანცირება ევროპული ღირებულებისგან, აქ შეიძლება დაისვას კითხვა – რამდენად კარგი იდეა გახლავთ ეს. როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება მალე და როგორც თქვენ ბრძანეთ, ბოლო განვითარება არ გვაჩვენებს მოძრაობას სწორი მიმართულებით. კრიტერიუმები, რომელიც იყო შესული ხელშეკრულებაში, არ არის დაკმაყოფილებული. ჯერ კიდევ 2024 წელი არ არის. სამი წელი კიდევ დარჩა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები და შემდეგ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ეს საუბარი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს.