"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. ამის შესახებ სუბარმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
სუბარის თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი.
"რიგგარეშე არჩევნები არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, და, ზოგადად, რიგგარეშე არჩევნები არ არის დემოკრატიის განმსაზღვრელი. პირიქით, როცა რიგგარეშე არჩევნები ხდება, ე.ი. რაღაც კრიზისებია ქვეყანაში. კარგი იქნება თუ უკრიზისოდ ვიცხოვრებთ," - განაცხადა სუბარმა.