"მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსის მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია", განმარტავს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ სხვა კომენტარი საჭირო აღარაა.
"რეალურად, არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ათასგზის გავუზიარებთ საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.