"მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.
მისი განმარტებით, წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად თქვა ამაზე უარი.
"მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა "ნაციონალური მოძრაობის", რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ- ფეხი "ქართულ ოცნებას", რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარუპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში და ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, ამაზე ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა", - განაცხადა იოსელიანმა.