"ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს:
"დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩარევას", - წერს სააკაშვილი.