შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მისი განმარტებით, 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს - არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.
"ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების!
ესა მათი მიზანიც - სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის!
არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!", წერს ხათუნა სამნიძე.