პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.
სამადაშვილის განცხადებით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა.
"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა-დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.