შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. მისი განმარტებით, სწორედ ამ თემით იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა.
„ისინი დღემდე მონაწილეობას იღებდნენ სხვა პროცესში და ეს პროცესი ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში იყო დღის წესრიგის მთავარი თემა, ქვეყნის დღის წესრიგად გადააქციეს და ვნახეთ, 6-თვიანი ე.წ. პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი.
შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას. ეს არც უტრირებულია და არც შეფასებაა, ფაქტებია. ამ თემით იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამას უნდა გამოეწვია საყოველთაო მღელვარება, რომ არა ჩვენი დეტალური ანგარიში, დეტალური სიმართლე წინასწარ და დღესაც, მათ შეეძლოთ მეტად დაეზიანებინათ ეს ქვეყანა“, - განაცხადა მდინარაძემ.