იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ უფროსების ვაქცინაციით ისინი ვირუსისგან ბავშვებსაც იცავენ.
"სავარაუდოდ, ქვეყანა იმყოფება კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასაწყისში. დელტა ვარიანტის ერთ-ერთი დამახასიათებელი გახლავთ ის, რომ ის არამარტო უფრო სწრაფად ვრცელდება, არამედ უფრო მეტად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციას.
როდესაც ჩვენ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ უფროსების, მოზრდილების ვაქცინაცია, მათი ვაქცინაციის უკან მათი შვილებისა და შვილიშვილების დაცვა დგას”, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა აიცრან Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებით.