საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანულ ტელეკომპანია BBჩ-ს ინტერვიუ მისცა. სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტზე საუბრობს.
მისი თქმით, ის ზიანი, რომელიც რუსეთმა თავის დროზე საქართველოს მიაყენა, თავად რუსებს დაუბრუნდათ.
"რუსეთის დაზვერვა ცუდ დღეშია და რეფორმა სჭირდება. ამას მოწმობს "ენვერის" ფაქტიც. არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვლება, პირიქით, ვიმედოვნებ, რომ წინსვლა გვექნება. ურთიერთობებში ყველაზე დაბალ პუნქტამდე ჩავედით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალს დავხუჭავთ ჯაშუშობაზე და პროვოკაციებზე. ჩვენ ყველა ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართულმა კონტრდაზვერვამ რუსეთის 13 ჯაშუში დააკავა.