საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
ზელენსკი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.