კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყვით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს.
ამით კონგრესმენი კინზინგერი ვაშინგტონში მომუშავე ქართველი ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის განცხადებას გამოეხმაურა. დევდარიანი იუწყებოდა, რომ პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი ჩაიშალა, რადგან კონგრესმენებმა მასთან შეხვედრა არ ისურვეს.
"კონგრესის წევრები და მე არასდროს ვიტყვით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. მიმდინარე კვირას ვაშინგტონში არ ვართ და შესაბამისად, ეს შეხვედრა ამიტომ იქნებოდა შეუძლებელი", - დაწერა კონგრესმენმა "ტვიტერზე".