საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმემ რაიმე ფორმით ძალადობაში მიიღო მონაწილეობა, მოძღვართან აღსარებაში უნდა თქვას და მოინანიოს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ "იმედის კვირაში განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა საზოგადოებაში პოლიტიზებული გახადეს ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც შიდა საეკლესიო თემებია.
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი, ლუკა სირაძე. მისი წესის აგებისა თუ არ აგების საკითხი პოლიტიზებული გახდა. ბაჩალეიშვილის, გარდაცვლილი გოგონას წესის აგების საკითხიც პოლიტიზებული იყო. პოლიტიზებული გახდა, დღეს ისევ ააგორეს, თითქოს, საპატრიარქომ წესი არ აუგო ლაშქარავას. ამათ, ყველას, საპატრიარქომ აუგო წესი. პოლიტიზებული გახადეს ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც შიდა საეკლესიო თემებია", - განაცხადა მამა ანდრიამ.
"ქრისტიანული მოძღვრება სიყვარულს ქადაგებს და ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენგან ძალადობისკენ მოწოდება არ იქნება", - დასძინა დეკანოზმა.