ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.
შარლ მიშელის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მიშელს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას რომელიც ხვალ, 19 ივლისს გაიხსნება. ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.