სასამართლო ჩამოშლილია, პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია, ერთადერთი მედია დარჩა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"დღეს აქ ყოფნა არის არა უბრალოდ ქართული მედიის მხარდაჭერა, არა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერა. არ გეგონოთ, რომ გაღიზიანდნენ რეპორტაჟებით. ეს მეთოდური ბრძოლაა, რომ განადგურდეს ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო. დღეს აქ ყოფნა არის საქართველოში ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების მხარდაჭერა. სასამართლო ჩამოშლილია, პარლამენტი არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია და ერთადერთი, რაც დარჩა არის მედია და მის ჩამოშლასაც ცდილობენ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.