ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ექიმების მის მდგომარეობას თავიდანვე კრიტიკულად აფასებდნენ. გარდაცვლილი კორონავირუსისი ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა და ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა. ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსის დელტა შტამით არის ინფიცირებული. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.