დღეიდან, ვითიბი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Mastercard-ის წამახალისებელ ეკო - მეგობრულ გათამაშებაში.
15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, Mastercard-ის ბარათით, მინიმუმ 20 ლარის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში, სადაც შეძლებს ავტომობილის, მოპედის ან სკუტერის მოგებას. გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბარათის მფლობელი იყოს 18+ წლის და ფლობდეს საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათს. 20 ლარის 1 ტრანზაქცია გათამაშების 1 ბილეთია. დღის განმავლობაში, ერთ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელია გათამაშების მხოლოდ 3 ბილეთის მიღება.
გამარჯვებული 13 სექტემბერს, 15:00-ზე, ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდება. პირველი 8 იღბლიანი ბილეთის მფლობელები, საჩუქად მიიღებენ სკუტერს; შემდეგი 10 ბილეთის მფლობელები კი, ეკო-მეგობრულ მოპედს. ხოლო მეცხრამეტე, ყველაზე იღბლიანი გათამაშების ბილეთი, Mastercard ბარათის მფლობელს ჰიბრიდულ ავტომობილს — Toyota CHR -ს მოაგებინებს!