ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ფოთის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯევა გიგიბერია. სამართალდამცველებმა გიგიბერია უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჯევა გიგიბერიას თანამდებობრივად ევალებოდა
ექსპერტიზის აქტების შედგენა, სხვადასხვა დასახელების საქონელზე საბაზრო
ღირებულების დადგენა, ექსპორტზე გამავალი საქონლის ქვეყნის
დამადასტურებებლი სერტიფიკატის გაცემა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გიგიბერიამ ისარგებლა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით და ერთ-ერთ მოქალაქეს საქართველოდან თურქეთში დაფნის ფოთლის გასატანად დაუმზადა და გადასცა საექპორტო პროდუქტის წარმომავლობის ყალბი სერტიფიკატი, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 100 ლარი აიღო.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა
წლამდე ვადით.