„ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ნათელი პოზიცია, რომ ეს კანდიდატი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირი, ანუ მის გარშემო შესაძლებელი იყოს, როგორც პოლიტიკური კლასის კონსოლიდაცია, ასევე საზოგადოების კონსოლიდაცია", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. მისი განმარტებით, ორივე კანდიდატი, ვინც არის შემოთავაზებული, არის სისტემის მიერ, ამიტომ მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ.
"რაც შეეხებათ წევრებს არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, მგონი, ორს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების დადებითი დახასიათება. მოვედი, რომ დავუსვა კითხვები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერ მხარს და ვის არა“, – განაცხადა იოსელიანმა.