„ქართული ოცნება" აგრძელებს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევას", აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი. მისი განმარტებით. საუბარია დარღვევებზე, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას.
"ნაცვლად იმისა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ ვიხილავდეთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც იქნებოდა მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენ კვლავ წარმოგვიდგინეს ორი კანდიდატი, რომელიც არის ცესკო- დან წარმოდგენილი, უსიტყვო შემსრულებელი იქნება იმ უმრავლესობის, რომელიც დღეს ცესკო-შია. ამიტომ, იმ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ და განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.