საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.