მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენება აბსოლუტური აბსურდია, აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, მთავრობას უნდობლობას უმრავლესობა უცხადებს, ხოლო მოქმედ მთავრობას უმრავლესობის ნდობა გააჩნია.
„ოპოზიცია ნებისმიერ მიზეზს იყენებს, რათა აჯანჯღაროს მთავრობა თუ პარლამენტი. ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება. რაც შეეხება სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას, იქნება ეს უნდობლობის პროცედურა თუ სხვა, ეს მათი უფლებაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.