თბილისის მერი კახა კალაძე 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მემორანდუმს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ილია ელოშვილი.