საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზ სამარღანიშვილის ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ის პოლიციიდან "ნარკოტიკების სისტემური მოხმარების გამო დაითხოვეს".
"ეს ტიპაჟი, ჩვენ დროს გააგდეს პოლიციიდან, "ნარკოტიკების სისტემატიური მოხმარების" გამო და ამათმა დააბრუნეს. ეს არის მათი პოლიციის სახე, მსოფლიოში არ არსებობს რეჟიმი, რომელმაც შეიძლება ასეთი პოლიციელების მეშვეობით გაძლოს. ახლა უნდათ, ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი", - წერს სააკაშვილი.