ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, - აცხადებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, პარლამენტში უნდა დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და შეიქმნას გარდამავალი მთავრობა.
"ვისაც ევალებოდათ ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ფარისევლობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.