ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის, - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანის განმარტებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის.
რათა მათ შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, - ამის შესახებ
"უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, რომ თავისი პროფესიული საქმიანობა უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ეს 5-6 ივლისს ვერ დავინახეთ და ახლა იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად დაფასდება თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს თავისუფლებები და იმედი მაქვს, უფრო მეტი ძალისხმევის გამოყენება მოხდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებების გამოყენება და უსაფრთხო გარემო,“ - განაცხადა დეგნანმა.