„უნდა გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა, სიმართლის გარკვევის გარეშე, წინასწარ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ალიბების შექმნა ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ ამ ადამიანის ბედით მანიპულირებას"-, აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, რაც შეეხება შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გადაადგილება, სად გადაადგილდებოდა, როგორ, არ უნდა გავრცელებულიყო? - არაფერი მინიშნება არავის არ გაუკეთებია.
"მოვისმინეთ პოზიციები, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა, რა იქნება ექსპერტიზის დასკვნა და ხელისუფლება უნდა გადადგეს. უკაცრავად, მაგრამ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციის, ესეთი ამბებით ცდილობენ ხელი მოითბონ რადიკალურმა ოპიზიციურმა ჯგუფებმა და რადიკალებს საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის. ხდება ტირაჟირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა წააქეზა, რაც არის ტყუილი, აბსურდი. ირაკლი ღარიბაშვილს არავინ წაუხალისებია და ეს არის ნონსენსი. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაც არის, არის ის, რომ ყველა გამოძიება მივიდეს ბოლომდე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.