ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხვალ, 12 ივლისის 12:00 საათამდე მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგებიან, 18:00 საათზე აქცია ისევ გაიმართება.
"ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის, ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ, 6 საათზე ვიკრიბებით ისევ აქ", – თქვა მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის მიმართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისთვის დრო ხვალ დილამდე მისცეს.
ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.