საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა.
პრეზიდენტმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.