მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი ამ ქმედებით პროტესტს გამოხატავს ლექსო ლაშქარავის გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.
"წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან გუშინ გაწერეს.