გიორგი გახარიამ დღეს მედიის შეკითხვაზე უპასუხა, თუ როგორ აფასებს მისი ყოფილი თანაგუნდელების - ოცნების დეპუტატების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას "შუბლისძარღვგაწყვეტილობაზე" და ელოდება თუ არა ოცნების მხრიდან ანგარიშსწორებისა მისი პარტიის წინააღმდეგ.
"მე ამას საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. ნოლი იქნება რეაქცია. მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქცია არ გვექნება. როგორც ხედავთ, ჩვენს გეგმას მივყვებით - მათ შორის ახალგაზრდების გუნდით, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. შეხედეთ - ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადი ან პარტიული ინტერესები. რაც შეეხება იმას, ვიღაცა რაღაცას დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს - არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება", - ამბობს გიორგი გახარია.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე - გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი დღეს ქუთაისში გახსნა.